Thursday, June 2, 2011

ვე­ნე­ცი­ა­ში და­იწყო...


კურატორი ბიჩე კურიგე





არ­სე­ბობ­და მო­საზ­რე­ბა, რომ გლო­ბა­ლი­ზა­ცია შთან­თ­ქავ­და ეროვ­ნულ კულ­ტუ­რულ ნიშ­ნებს და მოს­პობ­და კულ­ტუ­რულ საზღ­ვ­რებს.

ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ ერ­თხელ გვარ­წ­მუ­ნებს, რომ ამ ინ­ფან­ტი­ლუ­რი მო­საზ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ში­ში უსა­ფუძ­ვ­ლოა. დღეს ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლე გახ­ს­ნი­ლია და ის "ილუ­მი­ნა­ცი­ის" დე­ვი­ზით იზი­დავს კრი­ტი­კა­სა და რი­გით დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს.

"ილუ­მი­ნა­ცი­ა­ში" ბი­ე­ნა­ლეს კუ­რა­ტო­რი ხელ­შე­სა­ხებს ხდის ორი ფუ­ძის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით კონ­ცეფ­ცი­ის არსს - "გა­მოს­ხი­ვე­ბა-გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ის" გამ­თ­ლი­ა­ნე­ბას. ეროვ­ნულ პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა რა­მის გა­მოს­ხი­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. ზო­გი­ერ­თი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ავ­ტო­რის ავ­ტო­რი­ტე­ტით ივაჭ­რებს, ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლურ თე­მას წა­მო­წევს და, რო­გორც წე­სი, ყვე­ლას მო­უ­გებს, ზო­გი გა­მოც­დი­ლე­ბი­თა და არ­ტის­ტუ­ლი ის­ტო­რი­ით ამაღ­ლ­დე­ბა, ზოგ­საც, უბ­რა­ლოდ, ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა.

ვე­ნე­ცი­ა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის 54-ე ბი­ე­ნა­ლე და­იწყო. ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ორ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ იმარ­თე­ბა, ამ­ჯე­რად თბი­ლი­სი­დან მო­გიყ­ვე­ბით. გუ­შინ ვე­ნე­ცი­ა­ში წი­ნას­წა­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და­იწყო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ 88 ქვეყ­ნის ეროვ­ნულ პა­ვი­ლი­ონ­სა და ორ დი­დი სა­ერ­თო-ჯგუ­ფურ ექ­ს­პო­ზი­ცი­ას მხო­ლოდ პრე­სა და კრი­ტი­კა შე­ა­ფა­სებს. სამ­დღი­ა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბის შემ­დეგ, 3 ივ­ნისს, ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, თუ რო­მელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ი­მარ­ჯ­ვა სა­უ­კე­თე­სო ეროვ­ნუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და ვინ გახ­დ­ნენ სა­უ­კე­თე­სო არ­ტის­ტე­ბი. ამას გარ­და, შე­ა­ფა­სე­ბენ 2011 წლის ბი­ე­ნა­ლეს კუ­რა­ტო­რის - ბი­ჩე კუ­რი­გეს არ­ჩე­ვანს, გე­მოვ­ნე­ბას, სტრა­ტე­გი­ა­სა და რე­ზო­ნან­სუ­ლო­ბას.

2011 წლის ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ თა­ვის დრო­ზე პრო­ექ­ტე­ბის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და. სა­მი­ნის­ტ­როს გა­მოც­დი­ლე­ბამ უჩ­ვე­ნა, რომ ერ­თი კუ­რა­ტო­რის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი არ­ტის­ტე­ბი ვე­ნე­ცი­ა­ში ვერ ამარ­თ­ლებ­დ­ნენ, რად­გა­ნაც ვიწ­რო და პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის ტყვე­ო­ბა­ში რჩე­ბოდ­ნენ. კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ყვე­ლას­თ­ვის მი­სა­ღე­ბი, ერ­თ­გ­ვა­რად, ლი­ბე­რა­ლუ­რი გზა გახ­ლ­დათ. თუ­კი პრო­ექ­ტი ვერ გა­ი­მარ­ჯ­ვებ­და, ის მა­ინც რჩე­ბო­და სა­ნა­ხევ­როდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი... პრო­ექ­ტე­ბი მომ­ზად­და კი­დეც, ოღონ­დაც სა­ნამ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბოდ­ნენ, სა­ხელ­მ­წი­ფომ ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის სტრა­ტე­გია ისევ შეც­ვა­ლა. კონ­კურ­სი "გა­ი­ყი­ნა" და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხე­ლით სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ვი­ლი­ონ­ში თა­მარ კვე­სი­ტა­ძე კონ­კურ­ს­გა­რე­შედ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას გა­მარ­თავ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ვი­ლი­ო­ნი, სხვა 88 პა­ვი­ლი­ონ­თან ერ­თად, უკ­ვე მას­პინ­ძ­ლობს კრი­ტი­კას.

ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლე მე­ტის­მე­ტად ტრა­დი­ცი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა და მა­ინც ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ყვე­ლა­ზე ავან­გარ­დუ­ლი და უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი მხატ­ვ­რე­ბის­თ­ვი­საც. ბი­ე­ნა­ლეს ორი მთა­ვა­რი პრე­მი­აც ამ ორ უკი­დუ­რე­სო­ბას ავ­ლენს. ერ­თი მხრივ, და­ა­ჯილ­დო­ე­ბენ არ­ტისტს, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მე­ო­რე მხრივ კი, 2011 წლის ბი­ე­ნა­ლეს სა­უ­კე­თე­სოს გა­მო­არ­ჩე­ვენ. დღეს უკ­ვე ორი­ვეს ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. დამ­სა­ხუ­რე­ბის­თ­ვის და­ჯილ­დოვ­დე­ბა ცნო­ბი­ლი ავ­ს­ტ­რი­ე­ლი სკულ­პ­ტო­რი ფრანც ვეს­ტი, ხო­ლო "ოქ­როს დათ­ვის" მფლო­ბე­ლი გახ­დე­ბა ამე­რი­კე­ლი ელენ სტი­ურ­ტე­ვან­დი, რო­მე­ლიც შე­დევ­რე­ბის ას­ლებს აკე­თებს... ამას გარ­და, და­ჯილ­დოვ­დე­ბა კუ­რა­ტო­რის მთა­ვა­რი პრო­ექ­ტის, მთა­ვა­რი გა­მო­ფე­ნის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­რი და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, სა­უ­კე­თე­სო ეროვ­ნუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი. ბო­ლო ორი ნო­მი­ნა­ცი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ, ვი­ცით, რომ ისე რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ვე­ნე­ცი­ას ბი­ე­ნა­ლეს დას­რუ­ლე­ბამ­დე, ანუ 2011 წლის ნო­ემ­ბ­რამ­დე ვერ და­ტო­ვე­ბენ. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ იქ არა­ერ­თი პრო­ექ­ტი­სა და ნა­მუ­შევ­რის წარ­დ­გე­ნა მო­უ­წევთ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ტის ბი­ე­ნა­ლეს, ისე რო­გორც ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს, "ოქ­როს ლო­მის" მფლო­ბე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც თით­ქოს ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი უნ­და იყოს, ასე ნამ­დ­ვი­ლად არ ხდე­ბა ხოლ­მე და ამ ად­გილს ბი­ე­ნა­ლეს კუ­რა­ტო­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად არა­ვის უთ­მობს...

იტა­ლი­ის კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კის მმარ­თ­ველ­ნი და ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი ერ­თობ­ლი­ვად ირ­ჩე­ვენ ბი­ე­ნა­ლეს კუ­რა­ტორს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც უნ­და გან­საზღ­ვ­როს იმ წლის ტენ­დენ­ცია, პო­ლი­ტი­კა, ამინ­დი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის დი­ნა­მი­კა. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ამ პოსტს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი კუ­რა­ტო­რე­ბი იკა­ვე­ბენ. 2011 წლის კუ­რა­ტო­რი იტა­ლი­ამ ჯერ კი­დევ 2010 წლის მა­ის­ში და­ა­სა­ხე­ლა - 62 წლის ქალ­ბა­ტო­ნია - ბი­ჩე კუ­რი­გე. ხე­ლოვ­ნე­ბის კრი­ტი­კო­სი (რე­დაქ­ტორ-გა­მომ­ცე­მე­ლი) და კუ­რა­ტო­რი სხვა­დას­ხ­ვა დროს ერ­თ­ნა­ი­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლ­დათ ცი­უ­რი­ხის­თ­ვის, ლონ­დო­ნის­თ­ვის, ბერ­ლი­ნის­თ­ვის... ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში უწე­რია 1993 წლის დი­დი გა­მო­ფე­ნე­ბის კუ­რა­ტო­რო­ბა ცი­უ­რი­ხის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტ­რ­ში (კუნ­ს­ტ­ჰა­უს­ში), მაგ­რამ ცხა­დია, რომ მხო­ლოდ ამის გა­მო არ გამ­ხ­და­რა ვე­ნე­ცი­ის რჩე­უ­ლი.

ბი­ჩე კუ­რი­გე ცნო­ბი­ლი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ჟურ­ნალ Parkett-ის ერთ-ერ­თი გა­მომ­ცე­მე­ლი გახ­ლ­დათ, ჟურ­ნა­ლი გა­მო­დი­ო­და 1984 წლი­დან ცი­უ­რიხ­სა და ნიუ იორ­კ­ში. ბო­ლო წლებ­ში კუ­რი­გე გა­მოს­ცემ­და ჟურ­ნალს "Tate etc", რო­მე­ლიც ტე­იტ გა­ლე­რე­ის გა­მო­ცე­მად მო­ი­აზ­რე­ბა. ბი­ჩე კუ­რი­გემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ "ილუ­მი­ნა­ცი­ა­ში" გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ასე­ვე "ნა­ცი­ას", რო­გორც პრე­ფიქსს. აღ­ნიშ­ნავს, რომ ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბის წინ წა­მო­წე­ვა და წარ­მო­ჩე­ნა მის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა: "დაე, ყვე­ლამ გა­ი­აზ­როს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე. ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს ვე­ნე­ცი­ის ბი­ე­ნა­ლეს პრინ­ციპს - გა­მო­ფე­ნას, წარ­მოდ­გე­ნილს ეროვ­ნუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბის სის­ტე­მით. მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნე­ბის და­ნახ­ვაა. ბი­ე­ნა­ლე თა­ვის­თა­ვად ეხ­მი­ა­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ტენ­დენ­ცი­ებს, პრობ­ლე­მებს, პო­ლე­მი­კას. ასე­თი დი­დი ფეს­ტი­ვა­ლე­ბი მო­წო­დე­ბუ­ლია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჩვე­ნე­ბით ამ გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ში ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა."